კომპანია დინო დაარსდა 2019 წლის დეკემბერში,წარმოება დავიწყეთ 2020 წლის აგვისტოში,ზუსტად მაშინ როდესაც მძვინვარებდა პანდემია. იდეა წამოვიდა მაშინ როდესაც დამჭირდა შვილებისთვის განმავითარებელი,ეკო მეგობრული სათამაშოების შეძენა მაგრამ,ბაზარზე ვერ მოვიძიე,მხოლოდ იყო პლასტმასი რომლის წარმოებაც არ იყო სანდო და თვალსაჩინო,ამან ძალიან დამაფიქრა,მოვიკვლიე ქართული ბაზარი და რაც მე მჭირდებოდა ვერ ვნახე,ზუსტად აქედან დაიწყო ჩემი იდეის ჩამოყალიბება და შემდეგ განხორციელება. მოვიძიე ინფორმაცია განმავითარებელ ხის ავეჯზე,გავეცანი პიკლერს,ვალდორფს,მონტესორს და მათი აღზრდის მეთოდს რომ სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა თვითოეულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის,რომელიც დღეს ძალიან დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე. შემდეგ გავხსენი საწარმო,შევუდექი ძალიან რთულ მაგრამ ამავ დროუად მოლოდინებით და იმედებით სავსე გზას,რომელიც დღესაც არ ჩამქრალა,ვფიქრობ სწორ გზაზე ვდგავარ,იდეებს იდეები ემატება და მე კი ძალა რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოვიყვანო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წარმოების სტანდარტი და ხარისხის პროცესი - ბრენდის შემქმნელები თავად მშობლები ვართ,ჩვენ გვყვავს სამი არაჩვეულებრივი შვილი,რომლებსაც სჭირდებათ უსაფრთხო და ფუნქციონალური ავეჯი ყოველდღიური გამოყენებისთვის,ამიტომ ჩვენ პირვე რიგში თავად ვამოწმებთ ავეჯის ყველა ინოვაციურ იდეას და შეგიძლიათ გარანტირებულ იყოთ უსაფრთხოებასა და ხარისხის შესახებ,რასაც “დინო”-ს ბრენდი ქმნის. ჩვენ თვითოეული ბავშვის უსაფრთხოების გათვალისწინებით ვგეგმავთ და ვაწყობთ ჩვენს წარმოებას, დინო არის ადგილი,სადაც შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო ხარისხის მასალები,მდგრადი დიზაინი და ინოვაციური გადაწყვეტილებები. კომპანია დინო აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა,სერთიფიცირებული ნედლეულისგან,ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ ეკო-მეგობრულ ხის ავეჯს/სათამაშოს, დინოს წარმოების პროცესი სრულიად შეესაბამება EN 71 სტანდარტის მოთხოვნებს.(დირექტივა 2009/48/EC)